ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი ორგანიზებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს, ნატო-ს "პროფესიული განვითარების პროგრამის" და ესტონური კომპანია "ტრასტკორპის" მიერ. კურსის მიზანია საჯარო სამსახურის და ფართო საზოგადოების წარმომადგენლებისათვის ინფორმაციის მიწოდება და მოსაზრებების გაზიარება ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, უსაფრთხოების და თავდაცვის სექტორში მიმდინარე რეფორმების შესახებ. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბ-ნ ნოდარ ტანგიაშვილმა კურსის მონაწილეებს გაუზირა სახელმწიფოს ხედვა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმართ პოლიტიკასთან დაკავშირებით და ისაუბრა ჩართულობის სტრატეგიის ფარგლებში გატარებულ ღონისძიებებზე, რომელთა მიზანია გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მოსახლეობის დაახლოება.