"მოხარული ვარ, მოგილოცოთ ებრაელი ხალხისათვის მნიშვნელოვანი დღესასწაული პასექი, რომელიც უკავშირდება გარდამტეხ ისტორიულ მოვლენას - ეგვიპტის მონობისგან ებრაელი ხალხის გამოხსნას. საქართველოში მცხოვრები ებრაელი ხალხი, მათი თვითმყოფადობა, კულტურა და რელიგია, ჩვენი ქვეყნის, მისი ისტორიისა და კულტურის სისხლხორცეული ნაწილია. ამ ურთიერთობებზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ებრაელი და ქართველი ხალხის მეგობრული თანაცხოვრება 26 საუკუნეს ითვლის. მინდა ვუსურვო ებრაელ ხალხს მშვიდობა და წარმატებები."