შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლები, საქართველოში შვედეთის ელჩის მოადგილე და შვედი სტუდენტები უფსალას უნივერსიტეტიდან, კერძოდ საერთაშორისო ურთიერთობების უფსალას ასოციაციის წევრები. სტუდენტები საქართველოს ესტუმრნენ სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში, რომელიც მოიცავს საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს და მიზნად ისახავს ამ ქვეყნების განვითარების, მათი პოლიტიკის შესწავლას. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ბ-ნმა ირაკლი ფორჩხიძემ სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით და გაუზიარა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხედვა და პოლიტიკა ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებთან საპასუხოდ.