ქართულ-ბრაზილიური სამთავრობო შეხვედრა

17 April 2012

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქ-ნი ეკა ტყეშელაშვილი ბრაზილიის ვიცე პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. შეხვედრაზე გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და ბრაზილიის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ. აღნიშნულ დოკუმენტს საქართველოს მხრიდან ხელი ეკა ტყეშელაშვილმა მოაწერა. "დიდი აქცენტი იქნა გაკეთებული ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობებზე, ნაყოფიერად განვითარებული ურთიერთობები ჩვენს შორის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად. აღნიშნული შეთანხმება კი სწორად ესეთი სახის ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს" - განაცხადა ვიცე პრემიერმა ქ-ნმა ეკა ტყეშელაშვილმა შეხვედრის შემდეგ.