მილოცვა ეზიდურ სათვისტომოს

18 April 2012

"ჩარშამა სარსალე" ეზიდთა უძველესი და უმთავრესი დღესასწაულია და აღნიშნავს ახალი წლის დადგომას. "გაზაფხულის, რწმენისა და სულიერების ამ სადღესასწაულო თარიღს ვულოცავ საქართველოს ყველა ეზიდ მოქალაქეს. ვისურვებ, რომ ეს ახალი წელი ყოფილიყოს მშვიდობის, ბედნიერებისა და ყოველივე სიკეთის საწყისი ეზიდური სათვისტომოსთვის, რომელიც საქართველოს საზოგადოებისა და კულტურის ნაწილია" - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.