საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გამართული შეხვედრა მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო პალატების საქართველოსა და თურქეთში სავაჭრო მისიის ფარგლებში განხორციელდა. გერმანულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა დოქტორი ანტონ კათრაინი. ვიცე-პრემიერმა სტუმრებს გააცნო საქართველოში გატარებული რეფორმები და ისაუბრა ევროკავშირთან ქვეყნის დაახლოებისა და ნატო-ში ინტეგრაციის პროგრესზე. ეკა ტყეშელაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციისა, საქართველო აგრძელებს სწრაფი ტემპებით განვითარებას.