შეხვედრა გერმანელ დიპლომატთან

4 May 2012

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შეხვდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა რწმუნებულს აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და შუა აზიის საკითხებში პატრიცია ფლორს, რომელიც 2006-2010 წლებში საქართველოში გერმანიის ელჩი იყო, და გერმანიის ელჩს საქართველოში ორთვინ ჰენიგს. შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული სიტუაცია, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და საქართველოს მთავრობის ჩართულობის სტრატეგიის განხორციელების საკითხები. ვიზიტის ფარგლებში, პატრიცია ფლორმა შეხვედრები გამართა ასევე საგარეო საქმეთა მინისტრთან, განათლების მინისტრთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავი აღინიშნება.