სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შვედ პოლიტიკოსებს ესაუბრა საქართველოსა და ზოგადად რეგიონის მიმართ რუსეთის ფედერაციის პოლიტიკის, აგრეთვე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთის მიერ ოკუპაციის სამხედრო-პოლიტიკურ, ფინანსურ და სოციალურ ასპექტებზე. შვედი სტუმრები ასევე დაინტერესდნენ საქართველოს მთავრობის საქმიანობით ჩართულობის პოლიტიკის მიმართულებით. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვედეთის სამეფოში კონსტანტინე ქავთარაძე და საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიანა იანსე.