შეხვედრაზე, საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, ბატონი დავით საყვარელიძე შეხვდა მარნეულის, წალკისა და თეთრიწყაროს რაიონების ადგილობრივ მოსახლეობას. დავით საყვარელიძემ საზოგადოების წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების, საქართველოს სისხლის სამართლის პოლიტიკაში გატარებული ცვლილებებისა და მიღწეული წარმატებების შესახებ, რომლის შედეგად აღმოიფხვრა კორუფცია და საქართველო უსაფრთხო ქვეყანა გახდა. პროკურატურის წარმომადგენელმა ასევე უპასუხა მოსახლეობის კითხვებს.
აღნიშნული შეხვედრა ორგანიზებულ იყო მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის ახალგაზრდების განვითარების აკადემიის სამუშაო გეგმის ფარგლებში, რომლის მიზანია ადგილობრივი ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა, აკადემიის წევრთათვის თემატური ლექციების ჩატარება და შეხვედრების ორგანიზება სახელმწიფო დაწესებულებებში.