აღნიშნულ ტრენინგ-სემინარებში მონაწილეობდნენ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლები და "შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის" იმპლემენტაციის სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის სხვა წევრები. სემინარის თემას წარმოადგენდა უმცირესობები და თანამედროვე ევროპული პოლიტიკა და ინსტიტუციები ("Protection and Promotion of Minority Issues - Minority Policies and Institutions in Europe"). ღონისძიება გაიმართა ევროსაბჭოს (CoE/ECMI) პროგრამის ფარგლებში. ტრენინგ-სემინარს უძღვებოდა ლატვიელი ექსპერტი, ლატვიის რესპუბლიკის სეიმის წევრი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, ბატონი ბორის ჩილევიჩი.