შეხვედრა ბრიტანულ დელეგაციასთან

29 May 2012

შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბატონმა ირაკლი ფორჩხიძემ, ისაუბრა საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებზე, რეგიონის მიმართ რუსეთის ფედერაციის სტრატეგიასა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის პოლიტიკურ, სამხედრო, ფინანსურ თუ სოციალურ გამოწვევებზე. დელეგაციის წევრები ასევე დაინტერესდნენ საქართველოს "ჩართულობის სტრატეგიით".

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამეფო კოლეჯის წარმომადგენლები საქართველოს ესტუმრნენ სტრატეგიული დონის სასწავლო კურსის ფარგლებში. ისინი სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი რანგის ოფიცრები და სამოქალაქო პირები არიან.