შეხვედრა ევროპის საბჭოს დელეგაციასთან

14 June 2012

აღნიშნული შეხვედრა გაიმართა ევროსაბჭოს კონგრესის მონიტორინგის მისიის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში. შეხვედრაზე რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბ-ნმა ირაკლი ფორჩხიძემ ისაუბრა ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციისათვის საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილ სიტუაციაზე. დელეგაციის წევრები საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდნენ საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს.