გამოქვეყნდა ანგარიში ეროვნულ უმცირესობებზე

16 July 2012

"შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციითა და 2009-2014 წლების სამოქმედო გეგმით" გათვალისწინებული ექვსი სტრატეგიული მიმართულებით - კანონის უზენაესობა, განათლება და სახელმწიფო ენა, მედია და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, პოლიტიკური ინტეგრაცია და სამოქალაქო მონაწილეობა, სოციალური და რეგიონალური ინტეგრაცია და კულტურა და თვითმყოფადობის შენარჩუნება - საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ 2011 წელს განხორციელებულ აქტივობებს, ასევე ღონისძიებებს, რომლებიც სახალხო დამცველის ოფისთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით განხორციელდა.

2009 წელს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ძალისხმევით ჩამოყალიბდა სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისია. ამ კომისიის მუშაობის შედეგად მომზადდა სამოქმედო გეგმის შესრულების მესამე წლიური ანგარიში. 2011 წლის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში, პროგრამებისა და განსახორციელებელი ღონისძიებების კოორდინაციის მიზნით, სისტემატიურად მიმდინარეობდა კონსულტაციები ქვეყნის სამი რეგიონის - კახეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის - სამხარეო ადმინისტრაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წევრებთან, ისევე როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

აღნიშნული ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://www.smr.gov.ge/docs/doc230.pdf