შეხვედრა ახალგაზრდა რუს ანალიტიკოსებთან

23 July 2012

აღნიშნული შეხვედრა გაიმართა "კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი-კავკასიური სახლის" პროექტ "ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის" ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს ქართველი და რუსი ახალგაზრდა პროფესიონალების ცნობიერების ამაღლებას ქართულ-რუსული ურთიერთობების შესახებ და მათ შორის თანამშრომლობის პლატფორმის ჩამოყალიბებას.

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ბ-ნმა ირაკლი ფორჩხიძემ სტუმრებს დეტალურად გააცნო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული სიტუაცია და "ჩართულობის სტრატეგიის" განხორციელების პროცესი. მან ასევე მიმოიხილა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, ისევე როგორც საქართველოს მთავრობის ხედვა რუსეთთან სამომავლო ურთიერთობებისა და ოკუპირებული რეგიონების რეინტეგრაციის პერსპექტივებთან დაკავშირებით.