უწყებათაშორისი კომისიის სხდომა ქ.ნინოწმინდაში

24 July 2012

სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს განათლებისა და მეცნიერების (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის), კულტურისა და ძეგლთა დაცვის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებმა.

შეხვედრას დაესწრნენ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები/თანამშრომლები.

შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო უწყებათაშორისი კომისიის მუშაობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება; ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა; გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელების ჩართვა; ადგილზე არსებული პრობლემების უკეთ შესწავლა და შესაბამისი კომპეტენტური სახელმწიფო უწყებების მეშვეობით მათზე რეაგირების მოხდენა.