მინისტრის განცხადება ეთნიკურ წმენდაზე

15 August 2012

და ქალაქ ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე ქართული სოფლების სახელების შეცვლის გადაწყვეტილებას.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჰუმანიტარული სამართლის და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის კამპანიის გაგრძელებას, რაც ემსახურება უკვე ჩადენილი ეთნიკური წმენდის მძიმე შედეგების კიდევ უფრო გამყარებას და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული კვალის წაშლას. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლება სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს რუსულ მხარეს და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, შესაბამისი რეაგირება მისცეს ეთნიკური წმენდის გაგრძელების ამ შემაშფოთებელ ფაქტს.