შეხვედრა შვედეთის მიგრაციის მინისტრთან

7 September 2012

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ბ-ნმა ირაკლი ფორჩხიძემ ისაუბრა საქართველოს მთავრობის "ჩართულობის სტრატეგიისა" და სამოქმედო გეგმის განხორციელების და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა შვედეთის მხრიდან ჩართულობის სტრატეგიის მხარდაჭერის კონკრეტული ინიციატივები.