შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შვეიცარიის წარმომადგენლებს შეხვდა. კერძოდ, ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრა გამართა შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირებთან - ელიზაბეტ ფონ კაპელერთან და ბარბარა ბონისთან.
სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტის მოწესრიგების საკითხისადმი საქართველოს მთავრობის მიდგომებზე, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა. მან სტუმრებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.
ქეთევან ციხელაშვილმა სამშვიდობო პროცესში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. სახელმწიფო მინისტრმა და შვეიცარიის წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩი ლუკას ბეგლინგერი და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი ოლივიე ბურკი.