შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც პროექტებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებენ.
შეხვედრაზე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები, ასევე, თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ქეთევან ციხელაშვილმა სამშვიდობო პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობისა და პროექტების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და შეხვედრის მონაწილეებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრა საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კოორდინატორის და გაეროს განვითარების პროექტების მუდმივი წარმომადგენლის, ნილს სკოტის ინიციატივით გაიმართა.