ქეთევან ციხელაშვილი ეუთოს წარმომადგენლებს შეხვდა

10 ივლისი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ეუთოს წარმომადგენლებს შეხვდა. ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრა გამართა ეუთოს მთავარ მრჩეველთან სამხრეთ კავკასიის საკითხებში არმინ რიზერთან და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯომარესთან ეუთო-ს მხრიდან გიუნტერ ბეხლერთან.

სახელმწიფო მინისტრმა ეუთოს წარმომადგენლებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფ ხაზებზე შექმნილ ვითარებაზე, მათ შორის ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე და განგრძობითი ოკუპაციის პირობებში არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე მიაწოდა ინფორმაცია.

აღინიშნა, რომ კონფლიქტის დარეგულირების პროცესში საზოგადოებებს შორის კომუნიკაციას და დაახლოებას ალტერნატივა არ აქვს. ქეთევან ციხელაშვილმა სამშვიდობო პროცესში ეუთოს როლს გაუსვა ხაზი და სტუმრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, ეუთოს წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობისა და სამშვიდობო პროცესში ჩართულობისთვის მზაობა გამოხატეს.