პეტრე კანკავამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერა

8 აგვისტო 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ პეტრე კანკავამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერა, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაიხსნა.

„დღეს ვიხსენებთ 2008 წლის უმძიმეს მოვლენებს და პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას. 9 წლის წინანდელი რუსული აგრესიის ამსახველია ეს ფოტოებიც, რომლებიც დღეს პარლამენტის ეზოში გამოიფინა, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს უახლესი ისტორიისთვის. ეს ფოტომასალა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ომის სიმძიმეს, ადამიანების ტრაგედიას და გვაერთიანებს აგრესიისა და ოკუპაციის წინააღმდეგ. ამგვარი ტრაგედიები აღარ უნდა განმეორდეს და მეტი ნაბიჯი უნდა გადავდგათ მშვიდობისკენ, შერიგებისკენ და ნდობის აღდგენისკენ“, - განაცხადა პეტრე კანკავამ.