ქეთევან ციხელაშვილი მუსლიმ თანამოქალაქეებს ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს

1 სექტემბერი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს ყველა მუსლიმ მოქალაქეს ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.
"საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმს გილოცავთ ყურბან-ბაირამის დღესასწაულს. ისლამი ჩვენი მრავალკონფესიური სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია, ეს მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა. გისურვებთ, რომ ეს დღე ყოფილიყოს თითოეული თქვენგანისთვის სიმშვიდის, კეთილდღეობისა და წარმატებების მომტანი», - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
ყურბან-ბაირამი ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაული სამ დღეს გრძელდება და რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება.