ზემო არცევის და ოტრევის მიმდებარედ ხანძარი ლიკვიდირებულია

4 სექტემბერი 2017
ოკუპირებული სოფლების - ზემო არცევის და ოტრევის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამ დროისთვის ხანძრის კერებზე დაკვამლიანება და ცეცხლი აღარ შეინიშნება.
ხანძარი ზემო არცევის და ოტრევის მიმდებარე ტერიტორიაზე ბუჩქნარს გუშინ გაუჩნდა და ფოთლოვანი ტყის მასივში გავრცელდა.
ხანძრის გაჩენისთანავე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის საშუალებით მეშვეობით შედგა კომუნიკაცია დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებთან.
ცეცხლის სხვა ფართობებზე გავრცელების პრევენციისა და საჭიროების შემთხვევაში საოკუპაციო ზოლის მეორე მხარეს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ჩართვის მიზნით, ქართული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში საოკუპაციო ზოლთან იმყოფებოდნენ. თუმცა, ხანძრის ლიკვიდაცია მოხერხდა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს სახანძრო-სამაშველო სამსახურების ჩართვა საჭირო აღარ გახდა.
შემთხვევის ადგილის სიახლოვეს იმყოფებოდნენ ასევე, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლები.