პეტრე კანკავა UNICEF-ის სოხუმის ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

5 სექტემბერი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) სოხუმის ოფისის ახალ ხელმძღვანელს, უილიამ ჰენლონს შეხვდა.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. პეტრე კანკავამ უილიამ ჰენლონს გააცნო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და ხაზი გაუსვა გაეროს ბავშვთა ფონდის მნიშვნელოვან როლს სამშვიდობო პროცესში.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ასევე გაეროს ბავშვთა ფონდის საქმიანობაზე და მიმდინარე პროექტებზე.