შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილემ პროექტის „საერთო წარსულით საერთო მომავლისაკენ“ დახურვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
პეტრე კანკავამ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე, კონფლიქტით დაშორებული საზოგადოებების დაახლოების და მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ შერიგების პროცესში ახალგაზრდებს განსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლიათ. სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ პროექტის მონაწილე ახალგაზრდებს სერტიფიკატები გადასცეს.
პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატმა სამთავრობო სტრუქტურებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, სამშვიდობო ინიციატივათა პროგრამის ფარგლებში განახორციელა.
პროექტის მიზანია სამშვიდობო ინიციატივათა მხარდაჭერა, სამოქალაქო ცნობიერებისა და პასუხისმგებლობის ამაღლება ახალგაზრდებში, კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია.