გალში მორიგი შეხვედრა გაიმართა

19 სექტემბერი 2017
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 49-ე შეხვედრა გაიმართა.

მონაწილეებმა წინა შეხვედრის შემდგომ პერიოდში დაფიქსირებული ინციდენტები, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის ფაქტები, გადასასვლელი პუნქტების გაუქმების, ასევე ხურჩა-ნაბაკევის მონაკვეთზე მავთულხლართების გავლების შედეგად მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემები და გამყოფ ხაზზე უკანონო დაკავებები განიხილეს.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააყენეს საქართველოს მოქალაქის - გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის რაშიდ კანჯიოღლის დაკავების საკითხი.

გალში მომდევნო შეხვედრა 25 ოქტომბერს გაიმართება.

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე ქართულ მხარეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი წარმოადგენენ.