შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს "როშ ჰაშანა"-ს დღესასწაულს ულოცავს.
«გილოცავთ როშ ჰაშანას - ახალი წლის დადგომის დღესასწაულს. ეს წელი ყოფილიყოს თითოეული თქვენთაგანისთვის და სრულიად ჩვენი ქვეყნისთვის ბედნიერების, მშვიდობისა და წარმატებების მომტანი. მნიშვნელოვანია ის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა, რომელიც ჩვენს ხალხებს აკავშირებს და ჩვენთვის დიდი პატივია მივულოცოთ ებრაელ ხალხს ეს დღესასწაული", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
"როშ ჰაშანა"-ს დღესასწაული მოძრავია და წელს 21-22 სექტემბერს აღინიშნება. იგი ახალი წლის დაწყების მაუწყებელია.