ქეთევან ციხელაშვილი: „უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდების როლი კონფლიქტების მოგვარების და მშვიდობის განმტკიცების საკითხში“
22 სექტემბერი 2017
„უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდების როლი კონფლიქტების მოგვარების და მშვიდობის განმტკიცების საკითხში“ განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ საერთაშორისო ახალგაზრდულ კონფერენციაზე.
„საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი მიმართულია რომ განმტკიცდეს და განვითარდეს მშვიდობა. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ კონფლიქტები მოგვარდეს მშვიდობიანად და დეოკუპაციის პარალელურად, გადავდგამთ ნაბიჯებს შერიგებისკენ და ხელოვნური ბარიერებით დაშორებული საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენისკენ. ამ პროცესში - კონფლიქტების მოგვარებასა და მშვიდობის განმტკიცებაში ახალგაზრდებს უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭებათ“, განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.