ქეთევან ციხელაშვილი სერბეთის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა შეხვდა
24 სექტემბერი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა კომიტეტის და საქართველო-სერბეთის მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა.
ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრა გამართა სერბეთის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ჟარკო ობრადოვიჩთან, სერბეთ-საქართველოსმეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან დუბრავკა ფილიპოვსკი, საგარეო საქმეთა კომიტეტისა და მეგობრობის ჯგუფის სხვა წევრებთან. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იოსებ ნანობაშვილი.
სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფ ხაზებზე შექმნილ ვითარებაზე, განგრძობითი ოკუპაციის პირობებში არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. ქეთევან ციხელაშვილმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ.
სახელმწიფო მინისტრმა დელეგაციის წევრებს გააცნო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო მიდგომები, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტები. მან ხაზი გაუსვა სამშვიდობო პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის როლს.
სტუმრებმა, თავის მხრივ, ასევე ისაუბრეს კონფლიქტის დარეგულირებისა და შერიგების პროცესში საერთაშორისო პარტნიორებისა და დიალოგის მნიშვნელობაზე და საკუთარ გამოცდილებაზე.