პეტრე კანკავა The Halo Trust-ის წარმომადგენლებს შეხვდა

25 სექტემბერი 2017

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა ორგანიზაციის The Halo Trust რეგიონალურ დირექტორს ნიკ სმარტს და პროგრამის მენეჯერს ირაკლი ჭითანავას შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს აფხაზეთის რეგიონში The Halo Trust-ის საქმიანობა, რომელიც საბრძოლო მასალისა და მსუბუქი შეიარაღების მოცილების მიმართულებით ხორციელდება. მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.

სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მოსახლეობის უსაფრთხო გარემოში ცხოვრება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია და ორგანიზაციის წარმომადგენლებს მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.