ქეთევან ციხელაშვილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს შეხვდა

28 სექტემბერი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს ჯენერ ედელმანს შეხვდა.

შეხვედრაზე ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პროექტები განიხილეს, მათ შორის განათლების მიმართულებით. მხარეებმა ისაუბრეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში განათლების შესაძლებლობებზე, კორპორაციის მიერ მხარდაჭერილ პროექტებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები და იძულებით გადაადგილებული პირების ჩართვის შესაძლებლობასა და მნიშვნელობაზე.

ქეთევან ციხელაშვილმა ჯენერ ედელმანს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. მათ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.