პეტრე კანკავა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებთან ერთად დევნილებს ესტუმრა

28 სექტემბერი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებთან ერთად დევნილებს ესტუმრა.

პეტრე კანკავა იძულებით გადაადგილებულ პირებს თბილისის ზღვაზე, ოლიმპიურ სოფელში ახალაშენებულ სახლებში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის აღმასრულებელი ოფისის ხელმძღვანელთან ადრეას ბეიკერთან და ეუთოს პოლიტიკის ოფისის უფროს ოფიცერთან ჯეიმს ოშეისთან ერთად იმყოფებოდა.

დევნილებთან შეხვედრაზე მათ საცხოვრებელ და სოციალურ პირობებზე ისაუბრეს. ხაზგასმით აღინიშნა იძულებით გადაადგილებული პირების სახლებში დაბრუნების განუყოფელი უფლება. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ეს საკითხი საპარლამენტო ასამბლეის დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვან თემად რჩება.