შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საქმეთა დირექტორატის სამმართველოს უფროსს ანა კაპელოს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფ ხაზებზე შექმნილი ვითარებაზე ისაუბრეს. აღინიშნა სამშვიდობო პროცესში ევროპის საბჭოს როლი, კერძოდ, ხაზი გაესვა იმ პროექტების მნიშვნელობას, რომლებიც კონფლიქტით დაშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენასა და ურთიერთობების განვითარებას უწყობენ ხელს.
ქეთევან ციხელაშვილმა ანა კაპელოს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საქმეთა დირექტორატის სამმართველოს უფროსმა სამომავლო თანამშრომლობისთვის მზაობა გამოხატა.