19 ოქტომბერი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიედრიუს პუოჯუნასს შეხვდა.

ქეთევან ციხელაშვილი ელჩს ესაუბრა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის, შერიგებისა და ჩართულობის სტრატეგიის ძირითად ასპექტებზე.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ლიტვის რესპუბლიკის ჩართულობა და როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების საქმეში და შეთანხმდნენ ამ მხრივ თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე. გიედრიუს პუოჯუნასმა ლიტვის რესპუბლიკის სახელით სრული მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.