შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ერთობლივი ინიციატივით ცხადდება მედია კონკურსი თემაზე - „საქართველოს ეთნიკური მრავალფეროვნება“.
კონკურსის მიზანია საქართველოს ეთნიკური მრავალფეროვნების, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსის ყოფა-ცხოვრების, კულტურათაშორისი ურთიერთობების წარმოჩენა-პოპულარიზაცია და ტოლერანტული გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობა.
კონკურსით დაინტერესებულმა პირებმა 18 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე (ან ქართული თარგმანის თანხლებით) ბოლო ერთი წლის განმავლობაში მედია სივრცეში, მათ შორის ინტერნეტით გავრცელებული სატელევიზიო ან რადიო რეპორტაჟი.
წარმოდგენილი მასალა უნდა ასახავდეს შემდეგ თემატიკას:
• საქართველოს ეთნიკური მრავალფეროვნება; საქართველოში მცხოვრები ეთნოსის/ეთნოსების ყოფა-ცხოვრება, კულტურა და თავისებურებები;
• ტოლერანტული გარემოს ხელშეწყობა;
• კულტურათაშორისი ურთიერთობების წარმოჩენა-პოპულარიზაცია.
სპეციალურად შექმნილი საკონკურსო კომისია გამოავლენს 3 გამარჯვებულს.
რომელთაც, 16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, გადაეცემათ სიგელები და ფასიანი საჩუქრები.
ნამუშევრების გაგზავნა შესაძლებელია მისამართზე: press@smr.gov.ge