ქეთევან ციხელაშვილი Conciliation Resources-ს დირექტორს შეხვდა

3 ნოემბერი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ბრიტანული ორგანიზაცია Conciliation Resources-ს დირექტორს ჯონათან კოენს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ბრიტანული ორგანიზაციის საქმიანობაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მიმდინარე პროექტებზე, არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე და სამომავლოდ დაგეგმილ ნაბიჯებზე. ხაზი გაესვა ბრიტანული ორგანიზაციისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მჭიდრო თანამშრომლობას, დიალოგისა და ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელების მნიშვნელობას.

საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციას, მათ შორის ადამიანის უფლებათა დარღვევების კუთხით შექმნილ ვითარებას. მხარეებმა განიხილეს საქართველოს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო პრიორიტეტები.