შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საფრანგეთის ელჩს, პასკალ მენიესა და და სენატორ ქრისტოფ-ანდრე ფრასას შეხვდა.
შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა სტუმრებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ასევე გააცნო საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა და სამომავლო გეგმები.
ელჩმა სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებაში დასახმარებლად მზადყოფნა გამოხატა და აღნიშნა, რომ საფრანგეთი საქართველოს კურსს მხარს უჭერს.