შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა ორგანიზაციების Action Against Hungar (ACF) და United Nations Development Programme (UNDP) წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციას, მოსახლეობის საჭიროებებს, პრობლემებს, გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს. მხარეებმა განიხილეს საქართველოს მთავრობის ჩართულობისა და შერიგების პოლიტიკის მიმდინარეობა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის მჭიდრო თანამშრომლობა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების კუთხით და ამ მხრივ სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები.
ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის როლს და არსებულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით ერთობლივი ძალისხმევის გაწევის მნიშვნელობას.