შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილეს ელიზაბედ რუდს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრმა ელჩის მოადგილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია გააცნო.
საუბარი ასევე შეეხო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესსა და სამომავლოდ დაგეგმილ ნაბიჯებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ამ პროცესში, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კუთხით ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობის მნიშვნელობას, მხარდაჭერასა და როლს.