შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილედ ლაშა დარსალია დაინიშნა.

21 ნოემბერი 2017

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილედ ლაშა დარსალია დაინიშნა.

ლაშა დარსალიას მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში აქვს მოპოვებული თბილისის საელმწიფო უნივერსიტეტსა (2003) და ესექსის უნივერსიტეტში ( დიდი ბრიტანეთი, 2007).

ლაშა დარსალია ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოში მუშაობდა და უშიშროებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

წლების განმავლობაში წარმოადგენდა საერთაშორისო ორგანიზაციას „ლონდონის კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების ცენტრი.“ ცენტრის საქმიანობას კოორდინირებას უწევდა საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.

სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე დღემდე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში, მოწვეული ლექტორის სტატუსით უძღვება სასწავლო კურსს- „პოლიტიკური პროცესები კავკასიაში“. აქვს მუშაობის და კვლევითი საქმიანობის მდიდარი გამოცდილება კონფლიქტების მოგვარებისა და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის მიმართულებით.