შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოში სტუმრად მყოფ ლიტველ ჟურნალისტებს უმასპინძლა და მათ საქართველოს კონფლიქტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ჟურნალისტთა ჯგუფთან შეხვედრისას სახელმწიფო მინისტრმა დაწვრილებით ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ სიტუაციაზე, მოსახლეობისათვის დაწესებულ შეზღუდვებზე, მათ პრობლემებსა და გამოწვევებზე.
ქეთევან ციხელაშილმა ჟურნალისტებს დევნილთა მდგომარეობაც გააცნო. ასევე, სახელმწიფო მინისტრმა დეტალურად მიმოიხილა საქართველოს სამშვიდობო და შერიგების პოლიტიკა, ჰუმანიტარული გადაწყვეტილებები, ხალხთა შორის კონტაქტისა და საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის მნიშვნელობა და საჭიროება და ა.შ.
შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ქეთევან ციხელაშვილმა სტუმრების შეკითხვებს უპასუხა.