შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი კონრად ადენაუერის ფონდის დირექტორს თომას შრაპელს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას და ამ პროცესში ადენაუერის ფონდის როლს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შერიგების, ხალხთა შორის კონტაქტის დამყარებისა და ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელებაზე. სახელმწიფო მინისტრმა ამგვარი პროექტების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.
ფონდის ხელმძღვანელის მხრიდან ფონდის ჩართულობის კიდევ უფრო გააქტიურებისა და სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ გამოითქვა სურვილი, რის შემდეგაც მხარეებმა მხარეებმა სამომავლო გეგმები დასახეს.