ქეთევან ციხელაშვილმა ხელი მოაწერა დოკუმენტს „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ შექმნის შესახებ

15 დეკემბერი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების„ აღდგენის ღონისძიებას დაესწრო.

სახელმწიფო მინისტრმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ შექმნის შესახებ. საზოგადოება, რომელიც უნივერსიტეტის განვითარებაზე ზრუნვას ისახავს მიზნად, თსუ-ს კურსდამთავრებულებსა და მის მხარდამჭერებს აერთიანებს.

ღონისძიებაზე გაიმართა „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ დაფუძნებისადმი მიძღვნილი გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო 1917 წელს დაარსებული ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების კრებისა და მმართველი ორგანოების ოქმები, საზოგადოების წევრთა სიები, შემოწირულობის დავთრები, დებულება, ამ საზოგადოების წევრთა ფოტოპორტრეტები და ახლადდაარსებული უნივერსიტეტის ბეჭედი.

უნივერსიტეტის საზოგადოების აღდგენის ღონისძიებას ასევე დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, მთავრობის წევრები, უწმინდესი და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მოსაყდრე მეუფე შიო მუჯირი, პროფესორ-მასწავლებლები  და მოწვეული სტუმრები.