ქეთევან ციხელაშვილი უნგრეთის ელჩს შეხვდა

18 დეკემბერი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი უნგრეთის ელჩს საქართველოში ვიქტორია ჰორვატს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ელჩს აპარატის საქმიანობა გააცნო და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ქეთევან ციხელაშვილმა სტუმართან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მდგომარეობაზე და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რაც მოსახლეობას ექმნება.

მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმებიც დაისახა.