ლაშა დარსალია გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში, ლაილა ომარ გადის შეხვდა

21 დეკემბერი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია გაეროს ბავშვთა ფონდის  (UNISEF) წარმომადგენელს საქართველოში ლაილა ომარ გადის შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლაილა გადიმ სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს ოკუპირებული ტერიტორიებისა და ეთნიკური უმცირესობების კუთხით UNISEF-ში მიმდინარე პროექტები გააცნო. თავის მხრივ, ლაშა დარსალიამ სტუმარს სამინისტროს საქმიანობასა და გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია.

სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, აპარატის სახელით, UNISEF-ს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს და სამომავლო გეგმები დასახეს.