შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც 25 დეკემბერს მაცხოვრის შობას აღნიშნავს, დღესასწაული მიულოცა.
„ეს დღე ძალიან ბევრი ადამიანისათვის უმნიშვნელოვანესია - საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, შობას ზეიმობენ და მინდა მათ მივულოცო. გისურვებთ, რომ ეს დღე ყოფილიყოს მშვიდობის, ბედნიერებისა და კეთილდღეობის მომტანი თითოეული თქვენგანის ოჯახისათვის.
„საქართველოში ადამიანებს აქვთ აღმსარებლობის თავისუფლება. აქ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები მშვიდობიანად თანაცხოვრობენ. ეს ამ ქვეყნის უნიკალური მონაპოვარია და სახელმწიფოსთვის მისი შენარჩუნება პრიორიტეტია. განვაგრძოთ ზრუნვა, რომ ყველა მოქალაქეს თანასწორი და თავისუფალი გარემო ჰქონდეს", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.