ქეთევან ციხელაშვილი პატრიარქის აღსაყდრების 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვას დაესწრო

25 დეკემბერი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სვეტიცხოვლის ტაძარში საქართველოს პატრიარქის - ილია მეორის აღსაყდრების 40 წლის იუბილესთან დაკავშირებულ სადღესასწაულო წირვას დაესწრო.

წირვის დასრულების შემდეგ ტაძარში შეკრებილებს წმინდა სინოდის სახელით ჯერ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპილიტმა დანიელმა, შემდეგ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა მიმართეს და უწმინდესის 40-წლიან ღვაწლზე ისაუბრეს.

პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ კი პატრიარქისადმი მილოცვის წერილები წაიკითხა - დიდი ბრიტანეთის დედოფლის, რომის პაპისა და მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოსის მილოცვები.

სვეტიცხოვლის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიას მრევლთან ერთად ბერ-მონაზვნები, სასულიერო პირები, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.