შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადება
5 იანვარი 2018
დრანდის ციხიდან გიორგი ლუკავას გათავისუფლების თემაზე ზოგიერთმა მედია-წყარომ გაავრცელა დაუზუსტებელი ინფორმაცია.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა 25 დეკემბერს, ლუკავას გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
ვთხოვთ, ყველა მედია-წყაროს აღნიშნული თემის გაშუქების შემთხვევაში, თავი შეიკავონ დამატებითი ინტერპრეტაციებისგან და იხელმძღვანელონ სახელმწიფო სტრუქტურების მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადებებით.