ქეთევან ციხელაშვილი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა

31 იანვარი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს  სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში, ტოივო კლაარს შეხვდა.  

სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა გააცნო და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებზე. 

საუბარი კონფლიქტების გადაჭრის სფეროში საქართველოს სამშვიდობო და ჩართულობის პოლიტიკას შეეხო. მიმოხილულ იქნა სამომავლო გეგმებიც. აღინიშნა ევროკავშირის, როგორც საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარის    განსაკუთრებული როლი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საქმეში.