შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ისრაელის პრემიერ მინისტრის აპარატის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაცია „ნათივი“-ს ხელმძღვანელს ნეტა ბრისკინ პელედის შეხვდა.
შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს ქვეყანაში არსებული ვითარება გააცნო. უფრო კონკრეტულად, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები და ადგილზე ჰუმანიტარული ვითარება. ესაუბრა გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის გამოწვევებზე და იმ პრობლემებზე, რომელთან გამკლავებაც ადამიანებს ყოველდღიურ რეჟიმში უხდებათ. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ მდგომარეობას.
ნეტა ბრისკინ პელედმა, თავის მხრივ, ისრაელში არსებულ პოლიტიკურ და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ისრაელს ბევრი რამ აქვთ საერთო.
შეხვედრაზე მომავალში თანამშრომლობის გაღრმავების სურვილიც გამოითქვა. აღინიშნა საქართველო-ისრაელს შორის აქტიური ურთიერთობის, მეგობრობისა და სხვადასხვა კუთხით თანამშრომლობის მნიშვნელობა.